logo_geo
eng_logo
ასლან ბჟანია დამასკოში ანტიოქიის პატრიარქს შეხვდა
- +

19 მაისი. 2021. 11:26

 

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დამასკოში, ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-ს შეხვდა, - ინფორმაციას ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს.

 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი შეხვდა „აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მაღალი დონის ოფიციალურ დელეგაციებს აფხაზეთისა და სირიის მხრიდან“.

 

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია, დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, სირიაში იმყოფება. „ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. ამასთან, ე.წ. დელეგაციამ სირიასთან ერთად „ორი ქვეყნის“ პორტებს შორის და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ „შეთანხმებას“ მოაწერა ხელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner