logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებას
- +

19 მაისი. 2021. 12:59

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი მდგომარეობის განმუხტვაში შუამავლის როლი ითამაშოს.

 

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დუშანბეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც დღეს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავარი დიპლომატების შეხვედრა იმართება.

 

„მხარეებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის ფედერაცია გამოვიდა წინადადებით, ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყებას, ასევე, მოახდინოს სომხეთ-აზერბაიჯანის კომისიის შექმნის ინიცირება, რომელშიც რუსეთს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს მრჩევლისა და შუამავლის სახით“, – განაცხადა ლავროვმა.

 

12 მაისს სომხეთში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სინიუქის რაიონში სომხეთის საზღვარი გადაკვეთეს. ამის გამო, სომხეთის მოქმედმა პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში დაადანაშაულა. ნიკოლ ფაშინიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების ნაწილი ჯერ კიდევ რჩება სომხეთის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანში სომხეთის ბრალდებას უარყოფენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner