საგარეო უწყებამ დამატებით კიდევ ერთი ცხელი ხაზი აამუშავა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თურქეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე (+905336903040; +905418184400) დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დამატებით გაცნობებთ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერს: 577984020", - წერია უწყების ინფორმაციაში.