„პანდემიის შემდგომ, ფაქტობრივად ესაა ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა, რომელიც მსოფლიო ტურიზმს მასპინძლობს“, - ამის შესახებ, „ქრონიკას“ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ გამოფენის მასპინძელია. ესაა ძლიერი შეტყობინება მსოფლიოსთვის, რომ საქართველო მზადაა ტურისტების მისაღებად. ეს სექტორი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შესაბამისად ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვია. მთავრობის მეთაური დღეს მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2021-ის გახსნას დაესწრო, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.