მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუთი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის № 1, ნაგვაზაოს და დოშაყეს საჯარო სკოლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ცოტნე კაკულიამ დაათვალიერეს.
ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება სალხინოს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 2 044 044 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პარმაღი“ ასრულებს.
ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ლითონის ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 2 378 432 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „კომფოტრი XXI” ასრულებს.
დიდი ჭყონის (ლედგებეს) საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 777 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ჰიდრომშენი“ ასრულებს. სრული რეაბილიტაცია უტარდება დოშაყეს საჯარო სკოლას. პროექტის ღირებულება 1 799 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ფუნდაშენი“ ასრულებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.