logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: დღეს იერუსალიმსა და ღაზაში თავად ადამიანობა კვდება
- +

19 მაისი. 2021. 19:35

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის საუბრობს ხმამაღლა იმ რეგიონებზე, სადაც ძალადობას ხედავს.

 

„გვეუბნებიან: „ერდოღანმა ასე არ უნდა ისაუბროს“. რა უნდა ვქნა? ტაში უნდა დავუკრა? თურქეთი ყოველთვის საუბრობს ხმამაღლა იმ რეგიონებზე, სადაც ძალადობას ხედავს. დღეს პალესტინაში მსოფლიოს თვალწინ ასობით მშვიდობიან ადამიანს კლავენ. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვებია. დღეს იერუსალიმსა და ღაზაში თავად ადამიანობა კვდება!“ - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ისინი, ვინც ისრაელის ძალადობაზე თვალებს ხუჭავენ, საკუთარ ქვეყნებში ტრაგედიისთვის ნიადაგს ამზადებენ.

 

„დღეს იერუსალიმში ტრაგიკულ მოვლენებზე თუ გავჩუმდებით, ხვალ იგივე ჩვენთვის წმინდა სხვა ქალაქებში შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნები, რომლებსაც თავი დემოკრატიის დამცველებად მოაქვთ, ჩუმად უყურებენ პალესტინაში განვითარებულ მოვლენებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner