logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა რომ გასცა გიგი უგულავამ, დღეს ამ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა ჯდება 20 მილიონი ლარი
- +

20 მაისი. 2021. 01:01

 

 

„ჩვენ რომ გადავწყვიტოთ დაშვებული ურბანული შეცდომები და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ დანაშაულების გამოსწორება, ეს იქნება დაკავშირებული საკმაოდ სოლიდურ დანახარჯთან“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა რომ გასცა გიგი უგულავამ, დღეს ამ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა ჯდება 5 700 000 დოლარი. 2800 კვადრატულ ტერიტორიაზე გამოსყიდვა ჯდება 20 მილიონი ლარი ანუ ვაკის პარკში რომ არ აშენდეს სასტუმრო, უნდა დავხარჯოთ 20 მილიონი ლარი, რის საშუალებაც ახლა ბიუჯეტს არა აქვს. ეს მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთია. ჩვენ როდესაც მერიაში მოვედით, კუს ტბის ასახვევში იყო სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაცემული, 2 200 000 გადავიხადეთ გამოსყიდვაში. დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაგვიჯდა იპოდრომთან ტერიტორია“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner