logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ამ პარტიისგან ბოკერიას რქებისა და ჩერგოლეიშვილის ჩლიქების გარდა არაფერი აღარ დარჩა
- +

20 მაისი. 2021. 02:01

 

 

„ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. გუშინ პარტია დატოვა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო ტარიელ ნაკაიძემა. თემას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გამოეხმაურა.

 

„მას შემდეგ რაც "ევროპული საქართველოს" (ვერ წარმოიდგენთ როგორ მიჭირს ამის დაწერა!) გადეპუტატებულმა "უკანასკნელმა მოჰიკანმა" ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა და "ევრონაცებს" (ეს სახელი უფრო უხდებათ), რომ იტყვიან ჭიტლაყი ამოჰკრა, ამ პარტიისგან ბოკერიას რქებისა და ჩერგოლეიშვილის ჩლიქების გარდა არაფერი აღარ დარჩა“, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner