ამირან სალუქვაძე: როცა პარტია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს, რატომ უნდა მიიღოს გადამხდელთა მხრიდან დაფინანსება?
-
+
20 მაისი. 2021. 02:16
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ორი საკითხი:
- ადრეც დავაყენე პარტიათა დაფინანსების საკითხი და კიდევ ერთხელ დგება დღის წესრიგში.
როცა პარტია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს, ამ დროს მისი მანდატებით პარლამენტში შედიან უპარტიო სუბიექტები, ამ კონკრეტულმა პარტიამ რატომ უნდა მიიღოს გადამხდელთა მხრიდან დაფინანსება? ვგულისხმობ ევროსაქებს.
- ამიხსენით. თუ შენი პარტიის 5 მანდატიდან 4 შევიდა, ხოლო მე-5 წასულია პარტიიდან, ალბათ შევა, და თუ შევა, თუ შეიძლება ამ პარტიას ვუწოდოთ საპარლამენტო და, შესაბამისად, ბოიკოტში მყოფი?“, - წერს სალუქვაძე.