logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობის არცერთი ნებართვა, სკვერის, პარკისა და სპორტული მოედნის ტერიტორიაზე არ გაგვიცია
- +

20 მაისი. 2021. 02:55

 

 

„4 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ თბილისის მერიაში ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მშენებლობის არცერთი ნებართვა, სკვერის, პარკისა და სპორტული მოედნის სივრცის ტერიტორიაზე ჩვენ არ გაგვიცია“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ტელეკომოანია „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

 

„არაერთი მაგალითია, რომ სკვერიც, პარკიც და სპორტული სივრცეც ჩაუნაცვლებია საცხოვრებელ კორპუსებს. გაუქმებული და პრივატიზებული მოედნებიც გვინახავს. ამ მოედნების გამოსყიდვას ვუნდებით 4 წელიწადია და ვერ დავასრულეთ ჯერ კიდევ. კახა კალაძემ გასცა ეს დაპირება, რომ არცერთი ნებართვა არ გაიცემოდა და ეს უნაკლოდ არის შესრულებული. პირადად გადის ხოლმე, თუ რამე სკვერის მსგავსი ტერიტორიაა, ან მწვანე ბალახი თუ ბიბინებს ან რაღაც ასეთია, აუცილებლად ვაჩვენებთ, ან ვიღაცას თუ ფეხბურთი უთამაშია, არ ვიძლევით იქ მშენებლობის ნებართვას. თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მესაკუთრის ინტერესების შელახვა ხდება, ვაკეთებთ ადგილმონაცვლეობას. 4 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ თბილისის მერიაში ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი მშენებლობის ნებართვა, სკვერის, პარკისა და სპორტული მოედნის სივრცის ტერიტორიაზე ჩვენ არ გაგვიცია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner