logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: უფრო ანტიქართული, უფრო ანტიადამიანური, უფრო სასტიკი პოლიტიკური ძალა, ვიდრე „ნაცმოძრაობაა“, საქართველოს არ ჰყოლია
- +

20 მაისი. 2021. 03:06

 

 

„სანამ „ნაცმოძრაობა“ იარსებებს, არ იქნება მშვიდობა საქართველოში“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.

 

„ოც წელზე მეტს ითვლის „ნაცმოძრაობის“ მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების ისტორია და ამ ხნის განმავლობაში ისე მომბეზრდა ეს თემა, რომ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრის არავითარი სურვილი არ მაქვს, მაგრამ, როგორც ხედავთ, მაინც ვსაუბრობ, მაინც ვწერ და, იცით, რატომ?

იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ქვეყნის ღალატია, თუ „ნაცმოძრაობას“ შეეგუები, რადგან უფრო ანტიქართული, უფრო ანტიადამიანური, უფრო ბოროტი და სასტიკი პოლიტიკური ძალა, ვიდრე „ნაცმოძრაობაა“, საქართველოს არ ჰყოლია და, ალბათ, არც ეყოლება.

სანამ „ნაცმოძრაობა“ იარსებებს, არ იქნება მშვიდობა საქართველოში.

სანამ „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე არ ამოიძირკვება, გაჩუმების, მოდუნების, ენის მოჩლექით საუბრის უფლება არ გვაქვს.

დაბოლოს, ჩემი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ის აისბერგი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მეკობრული „ხომალდი“  საბოლოოდ შეელეწება და ნაწილ-ნაწილ დაიფშვნება“, - წერს ხარჩილავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner