logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო
- +

20 მაისი. 2021. 11:23

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

 

„კონსტრუქციული საუბარი შედგა. არსებობს გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა არაჯანსაღი სიტუაციის გადალახვა, რომელიც წინა წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიქმნა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენი და მისი გუნდი მზად არიან, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემები გადაჭრან.

 

„დღეს ჩვენ დავადასტურეთ წინადადება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ასპექტის, ყველა ფაქტორის განხილვით, რომელიც გავლენას ახდენს სტრატეგიულ სტაბილურობაზე: ბირთვული, არაბირთვული, შეტევითი, თავდაცვითი“,  - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner