logo_geo
eng_logo
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს
- +

20 მაისი. 2021. 11:25

 

უკრაინელმა სამართალდამცველებმა გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდები მეტსახელად „უმკა“ და „ლაშა სვანი“ (ლაშა ჯაჭვლიანი) დააკავეს.

 

ისინი ეჭვმიტანილი არიან შესაბამის სტატუსში დანაშაულებრივი გავლენის დამყარებასა და გავრცელებაში.

 

ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

აღინიშნა, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულების ყველა კავშირები და საქმიანობა დაადგინეს.

 

„ეს პირები ქმნიდნენ კრიმინალური დაჯგუფებებს და სახელმწიფოში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით აკონტროლებდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს, აქეზებდნენ მათ ახალ დანაშაულებზე და ქმნიდნენ დამატებით საფრთხეს მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

 

ეროვნული პოლიციის ცნობით, ორივე ეჭვმიტანილი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „კანონიერ ქურდად“ უკრაინაში და აკონტროლებდა კრიმინალებს ერთდროულად რამდენიმე რეგიონში – დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, ნიკოლაევში, ზაპოროჟიეში და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner