logo_geo
eng_logo
მალხაზ თორია გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა
- +

20 მაისი. 2021. 14:08

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაერო-ს სხვადასხვა მისიის ხელმძღვანელები.

 

შეხვედრაზე განიხილეს  გაერო-ს 2021-2025 წლების  მდგრადი განვითარების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი  გასული წლის შემოდგომაზე მოეწერა. პროექტის  ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს,  გაერო-ს და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და მუნიციპალიტეტების როლზე  ხელშეკრულების განხორციელებაში. მოხდა ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვა.

 

„ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ გაეროს სხვადასხვა პროგრამებთან, მინდა გამოვყო გაერო-ს განვითარების პროგრამა - ამ  პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელდა სამი ტურისტული  ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ სამი პროექტი. გარდა ამისა, პროგრამის დახმარებით,  მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამში კი ჩვენს რეგიონში არსებული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო 836 ათასზე მეტი ლარი“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner