„2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა.
„არჩევნების შემსწავლელი კომისია შექმნილია სამი თვეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ მოვუწოდებდით ოპოზიციას, რომ ჩართულიყვნენ ამ პროცესში, მიეღოთ მონაწილეობა, წარმოედგინათ არგუმენტები, წარმოედგინათ თუ მართლაც აქვთ რაიმე დამატკიცებელი საბუთი, თავად ყოფილიყვნენ შემოქმედი ამ პროცესში, მაგრამ დღემდე, ჩვენდა გასაოცრად და გაუგებარი მიზეზებიდან გამომდინარე, ამაზე უარს აცხადებენ. ვერცერთი მტკიცებულება ჩვენ ვერ დავინახეთ და არ წარმოუდგენიათ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევას მაინც გაიაზრებენ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.