საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე დაგეგმილია საავტომობილო გზის და მისი შემადგენელი ელემენტების შეკეთების სამუშაოები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 25, 26 და 27 მაისს დილის 09:00სთ-დან, საღამოს 21:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.