logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: წავიდა კახა კახაბრიშვილი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა
- +

20 მაისი. 2021. 15:23

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, გიორგი (კახა) კახაბრიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში პოსტს ააქვეყნებს.

 

„წავიდა კახა კახაბრიშვილი  - საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურასა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, უნიჭიერესი რეჟისორი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ სატელევიზიო თეატრში.

 

„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „მტრედის მოტანილი ბარათები“ და სხვა...

 

„…ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი გამარჯობას თუ მეტყოდნენ… აღმოჩნდა, რომ მე მათ გვერდით ზოგის მოწაფე ვიყავი, ზოგის ასისტენტი და შემდეგ კოლეგა“, - წერდა კახა...

 

გულწრფელად ვიზიარებ კახა კახაბრიშვილის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას“, - წერს კოკა ყანდიაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner