logo_geo
eng_logo
სოფელ ვაქირში სამელიორაციო არხები წესრიგდება
- +

20 მაისი. 2021. 15:27

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რწყვის სეზონის პარალელურად  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში საირიგაციო სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან 3500 მეტრი სიგრძის ორმაგი დანიშნულების, სადრენაჟე და სარწყავი არხები იწმინდება.

 

მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს,  რაც სოფელ ვაქირში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ჭარბი წყლისგან დაცვას, ხოლო 45 ჰექტარ სავარგულზე სარწყავი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.   

 

სამუშაოები, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner