logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: „ლელოს“ თუ სურს, ჰქონდეს, პრეტენზია ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით, ეს უნდა დაასაბუთოს
- +

20 მაისი. 2021. 15:32

 

„ლელო“ იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ვინც გააკეთებს განცხადებას, რომლის უკანაც არ იქნება კონკრეტული მტკიცებულება ამა თუ იმ პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ეს იქნება არაფრისმთქმელი განცხადება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, დაუსაბუთებელი განცხადებების კეთება არამართლზომიერია.

 

„არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება, ვისაუბროთ, უარგუმენტოდ არათუ ცესკო-ს თავმჯდომარეზე, არამედ არც ერთ პირზე. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. თუ „ლელოს“ სურს, ჰქონდეს, პრეტენზია ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით, ეს უნდა დაასაბუთოს და ამის უნიკალური შესაძლებლობაა საგამოძოებო კომისია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner