logo_geo
eng_logo
ინდოეთი მორიგი საფრთხის წინაშე - ქვეყანაში „შავი სოკო“ გავრცელდა
- +

20 მაისი. 2021. 16:06

 

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადგილობრივ შტატებს მოუწოდებს მუკორმიკოზი, რომელიც, აგრეთვე ცნობილია, როგორც შავი სოკო, 1897 წლის კანონმდებლობის შესაბამისად, ეპიდემიურ დაავადებად გამოცხადდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური მედია dailyhunt.in ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ყველა სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებამ, ასევე, სამედიცინო კოლეჯებმა მუკორმიკოზის სამკურნალოდ უნდა იხელმძღვანელონ სკრინინგით, დიაგნოსტიკითა და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებით.

 

ინდოეთის შტატებში ტელანგანასა და რაჯასტანში მუკორმიკოზი ეპიდემიად უკვე გამოცხადდა.

 

ინფორმაციისთვის, ინდოეთში მუკორმიკოზის დაავადება, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა.

 

როგორც ინდური გამოცემა „Times of India“ ადგილობრივ სამედიცინო ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, დასავლეთ მაჰარაშტრას შტატში, სულ მცირე 16 კოვიდ-პაციენტი მუკორმიკოზის, იგივე სოკოვანი დაავადების აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

 

„კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების უმეტესობას, რომელთაც მუკორმიკოზი დაუდასტურდა, დიაბეტი აქვს და ისინი მკურნალობის მიზნით სტეროიდებს იღებენ. სწორედ ეს გახდა მუკორმიკოზის გამომწვევი მიზეზი“, - განაცხადა ჯანდაცვის ადგილობრივმა სპეციალისტმა.

 

ინდური მედია იუწყება, რომ მუკორმიკოზის შემთხვევების რიცხვი მაჰარაშტრას შტატსა და მის დედაქალაქ მუმბაიში, გუჯარატის შტატსა და კიდევ რამდენიმე რეგიონში იზრდება.

 

მუკორმიკოზის შემთხვევების ზუსტი რაოდენობა ჯერ დაუდგენელია, მაგრამ ექიმები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ კლინიკაში ზრდა გაორმაგებულია და არის სიკვდილიანობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner