logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მოვისმინეთ ბევრი არასერიოზული განცხადება, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ერთი დოკუმენტიც ვერ იქნა წარმოდგენილი
- +

20 მაისი. 2021. 16:17

 

„არ ვიცი, თამარ ჟვანიას წინააღმდეგ რა კონკრეტული თემები აქვთ. ჩვენ არჩევნების შემდეგ მოვისმინეთ ბევრი არასერიოზული განცხადება, თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ერთი დოკუმენტიც კი ვერ იქნა წარმოდგენილი,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

 

„პარტია „ქართული ოცნება“ ყველა პოლიტიკოსს, დაინტერესებულ პირს სთავაზობდა, გადათვლილიყო ყველა საარჩევნო უბანი, რომელიც მათთვის იყო საეჭვო, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს, რადგან კარგად იცოდნენ, რომ არჩევნები არანაირად არ გაყალბებულა. ამის შემდეგ ოფიციალური განცხადებები გავაკეთეთ, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია და გადაითვალოს ყველა საარჩევნო უბანი, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ნახონ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, მაგრამ მათაც კარგად იციან, რომ გაყალბება არ მომხდარა და ყველაფერი ცხადია. თუ რაიმე დანაშაული აქვს ამ ადამიანს და წვლილი მიუძღვის რაიმე არასწორ ქმედებებში, შეიძლება ამ საკითხის წამოწევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner