logo_geo
eng_logo
აშშ-ის საელჩომ საჩხერის მუნიციპალიტეტს ავტობუსი გადასცა
- +

20 მაისი. 2021. 16:23

 

 

აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას ავტობუსი, ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის გადასცა.  ამასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერი მაიორი დანიელ სეკულა და კაპიტანი სანიელ სპანო, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების მენეჯერთან თამარ რურუასთან ერთად საჩხერეში იმყოფებოდნენ.  ადგილზე, ისინი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამენ ფალავანდიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ივანაშვილს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილეს კახა მამულაძეს, წითელი ჯვრის საზოგადოების სოციალური მიმართულების ხელმძღვანელ ნინო დიდბერიძეს და ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის მენეჯერ ქეთევან ფალავანდიშვილს  შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრის ფუნქციონირებაზე, წითელი ჯვრის როლზე პანდემიურ გარემოში, ე.წ.  საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის მდგომარეობასა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს. საუბარი სამომავლო გეგმებსაც შეეხო. ბენიამენ ფალავანდიშვილმა მხარეებს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

 

შეხვედრის შემდეგ სტუმრები, სოფელ სხვიტორში ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრს ზემოხსენებული ავტობუსით ეწვივნენ და ხანდაზმულები მოინახულეს. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner