logo_geo
eng_logo
ჯოჭოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება
- +

20 მაისი. 2021. 16:24

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯოჭოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

 

„ჯოჭოში ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს აქ განვითარდა მეწყერი, დავკარგეთ ადამიანები, ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი შემთხვევა.

 

აქ მოეწყობა ინფრასტრუქტურა, რომელიც გაამაგრებს და შეაჩერებს მეწყრულ პროცესს და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მცხოვრებლები მშვიდად გააგრძელებენ ცხოვრებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საავტომობილო გზის, ხელოვნური ნაგებობების, სანიაღვრე სისტემის, საყრდენი კედლების მოწყობა, რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner