ანკარაში პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობის დროს 13 ადამიანი დააკავეს. სააგენტო anadolu-ს ინფორმაციით, სტამბოლში გამოვლენილია სახელმწიფო გადატრიალების 100-ზე მეტი მონაწილე, რამდენიმე მათგანი დაკავებულია.
როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ქემალითინ ჰასიმიმ ტელეკომპანია "ბლუმბერგის" ეთერში განაცხადა, მთავრობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე კონტროლს 24 საათის განმავლობაში აღადგენს.
"ჩვენ ვაკონტროლებთ ტერიტორიების უმეტესობას, მათ შორის სტამბოლს. ვფიქრობ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში ჩვენ სრულად გავაკონტროლებთ ვითარებას", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.
ამავე დროს, მაუწყებლობა განაახლეს თურქეთის სახელმწიფო ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიის თღთ-ს არხებმა.