გაზაფხული-ზაფხულის გამწვანების სამუშაოები რამდენიმე კვირაა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა.
განახლდა ყვავილნარის დიზაინი და დაირგო რამდენიმე სახეობის ყვავილი, მათ შორის, ფერადად მოყვავილე ტაგეტესი, სალვია, ცინია, გერანი, შროშანი, გაზანია, დელფინიუმი, ზამბახი, პეტუნია, ბეგონია და სხვა.
ბათუმის ბულვარის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ზრუნავს ასევე ბულვარის ტერიტორიის მრავალწლიანი ხე-მცენარეებით განახლებაზე.
დაირგო 3 ათასი ძირი სხვადასხვა ჯიშის პალმა, ბანანის ხეები, კვიპაროსი, მაგნოლია, აზალია, ბამბუკი, მიმოზა, ფიჭვი, ცაცხვი, ტუია.
ახალი მწვანე საფარით განახლდა ფიჭვნარი და მიმდებარე ტერიტორიები.
საზაფხულო სეზონამდე, დამატებით დაირგვება ათასზე მეტი ხე-მცენარე, მათ შორის ფოტინიები, ვარდები, ემონიმუსები და სხვა.