logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: როდის ისწავლით სახელმწიფოებრივად აზროვნებას?! როდის დაანებებთ თავს სახელმწიფოს მტრობას?!
- +

20 მაისი. 2021. 20:18

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ქართველ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს მიმართავს:

 

„ახლა, როცა ემოცია მეტნაკლებად დაცხრა, სრულიად გულწრფელად ვეკითხები ქართველ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს:

როცა ქვემოქართლელ სვანებს, რომლებიც 40 წლის წინ ჩამოსახლდნენ საქართველოს ამ ძირძველ მიწაზე, დამკვიდრდნენ და შვილებიც გააჩინეს, ახლა კი უკვე შვილიშვილებს ზრდიან, მაინც ეკომიგრანტებს უწოდებთ, მათ შორის, იმ ახალგაზრდებსაც, ვინც ამ რეგიონში დაიბადნენ, გაიზარდნენ და ოჯახები შექმნეს, იქნებ თქვენს ხელმძღვანელებსაც და კოლეგებსაც ჰკითხოთ, რამდენი წლის წინ ჩამოვიდნენ თბილისში საცხოვრებლად?!

თქვენ და ეგენი რატომ არ ხართ ეკო თუ არა, სხვაგვარად, მაგალითად, პროფესიული ნიშნით მიგრანტები?!

და როდის ისწავლით სახელმწიფოებრივად აზროვნებას?!

და რატომ ადანაშაულებთ ყოველთვის ქართველს, მაშინაც კი, როცა ჯერ არაფერი გარკვეულა?!

და როდის დაანებებთ თავს სახელმწიფოს მტრობას?!

და როდის მიხვდებით, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა და "არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გაგვაჩნია"?!

და როდის გაიგებთ ბოლოს და ბოლოს, რომ ქართველი საქართველოში ყველგან თავის სამშობლოშია?!

და როდის შეიგნებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ერთნაირად პასუხისმგებელია კანონის წინაშე და ჩვეულებრივი, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაპირისპირება ეთნიკურ ჭრილში არ უნდა განიხილოთ?!

და როდის გაითავისებთ, რომ ადამიანები ხართ და არა - ცხოველები?!“, - წერს მძინარაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner