logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ჩხეტიანი: „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის წინააღმდეგ არის დაგეგმილი კამპანია, რომელსაც ახორციელებენ გარკვეული მედიასაშუალებები!
- +

20 მაისი. 2021. 21:29

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ე.წ. კვლევა ემსახურება იმას, რომ პერიოდულობით, მუდმივად შექმნან ნეგატიური ფონი „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის წინააღმდეგ, ეს არის დაგეგმილი კამპანია, რომელსაც ახორციელებენ გარკვეული მედიასაშუალებები“, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, მათ სურთ ნეგატიური ფონი მუდამ არსებობდეს.

 

„ზოგიერთ მასმედიას ამოფარებული პარტიების მხრიდან „ტრადიციად“ იქცა გარკვეული პერიოდულობით ნეგატიურ კონტექსტში ახსენონ როგორც ბიძინა ივანიშვილი, ისე ფონდი “ქართუ” და მისი პროექტები.

 

სარაგბო პროგრამაზე ფონდმა დახარჯა 200 მილიონ ლარამდე. დღემდე მიმდინარეობს მოვლა-პატრონობის ხარჯების გაღება ფონდიდან, რადგან ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგიონებს უჭირთ და მათ არ შეუძლიათ ცალსახად ჩაიბარონ ქონება. ამ კონტექსტში, რომ ჩვენ მოგვიხსენიებენ, რომ ეს რაღაც სქემის ნაწილია და ჩვენ ამ პროექტებით ვცდილობთ მუნიციპალიტეტები გავწუროთ და რაღაც სარგებელი მივიღოთ, ეს სასაცილოა, იმდენად აბსურდული ბრალდებაა“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner