logo_geo
eng_logo
ისრაელის მედია იუწყება, რომ ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- +

20 მაისი. 2021. 21:56

 

გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორის მმართველი ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.

 

ისრაელის მედია ლიბანურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰამასმა“ შესაბამისი ინფორმაცია ლიბანურ შიიტურ დაჯგუფებას, „ჰეზბოლას“ მიაწოდა.

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მთავრობამ ეგვიპტელ შუამავლებს აცნობა, მხარს უჭერს ზავს ღაზას სექტორში. არსებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner