„დღეს ბოლო ზარი და ახალი დასაწყისია! ამაღელვებელი დღეა თქვენთვის, თქვენი ოჯახების, პედაგოგების და მთელი ქვეყნისთვის! გილოცავთ!“ - ამ სიტყვებით ულოცავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი თამარ ტალიაშვილი სკოლის მოსწავლეებს ბოლო ზარს.
„თქვენ შეძელით გამოწვევების გადალახვა და დღეს დამსახურებულად ზეიმობთ. ზეიმის ფორმატი კოვიდის გამო შეცვლილია, მაგრამ ეს გამოწვევაც გადალახვადია სწორედ განათლებისა და მეცნიერების დამსახურებით.
ჩვენ რასაც ვაკეთებთ და ვცდილობთ შევქმნათ მიზნად თქვენს უკეთეს მომავალს ისახავს. ამ მომავლის ლიდერები თქვენ ხართ! გილოცავთ და გისურვებთ დიდ წარმატებებს ჩემო უმცროსო მეგობრებო!“ - წერს თამარ ტალიაშვილი „ფეისბუკზე“.