logo_geo
eng_logo
მედია: ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავს
- +

20 მაისი. 2021. 23:01

 

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

 

ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ისრაელის მთავრობის წევრები მხარს უჭერენ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტას და გადაწყვეტილება სავარაუდოდ 24 საათში შევა ძალაში.

 

როგორც მედია იწყება, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაწყების დროს, ეგვიპტე გამოაცხადებს.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელფატაჰ ალ-სისის.

 

მოგვიანებით, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ გავრცელებული ცნობები „დამაიმედებელია“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner