logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: ვისაც ჩვენი კბენა სურს, ყველას კბილებს ჩავულეწავთ
- +

20 მაისი. 2021. 23:33

 

„ვისაც სურს სადმე გვიკბინოს და რამე მოგვაკბიჩოს, ყველას კბილებს ჩავულეწავთ და კბენას ვეღარ შეძლებენ“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

პუტინის თქმით, რუსეთი მკაცრად უპასუხებს მისი ტერიტორიის ხელყოფის მცდელობებს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, როცა ქვეყანა ძლიერდება, მის ოპონენტებს დაუყოვნებლივ აქვთ მიზეზები, რომ მისი განვითარების შეზღუდვას შეეცადონ. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის შეკავების მცდელობები გაგრძელდება, რადგან მის მოწინააღმდეგეებს ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ სჭირდებათ.

 

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის არმიას, აქვს ყველაზე თანამედროვე ბირთვული შემაკავებელი ძალები.

 

„ზოგადად, ჩვენ გვაქვს ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი, კონტინენტთაშორისი ბლოკი „ავანგარდი“, ზებგერითი სიჩქარით. სხვას არავის აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ზებგერითი იარაღი“, – განაცხადა პუტინმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner