logo_geo
eng_logo
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ეგვიპტის ინიციატივით, ცეცხლი უპირობოდ და ორმხრივად შეწყდება
- +

21 მაისი. 2021. 00:04

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის ცეცხლი ორმხრივად შეწყდება. მათივე ცნობით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა.

 

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები დაეთანხმნენ ეგვიპტის ინიციატივას, რომელიც ყველა წინაპირობის გარეშე ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტას ითვალისწინებს.

 

„ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner