logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: დღეს სომხეთს ბოლო შანსი აქვს, აიხდინოს ოცნება რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანაზე
- +

21 მაისი. 2021. 01:20

 

„დღეს სომხეთისთვის ალბათ უკანასკნელი შანსია, აიხდინოს ოცნება ჭეშმარიტად დამოუკიდებელ ქვეყანაზე“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნიზამი განჯევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას უკავშირდება.

 

„სომხეთს პრეტენზია აქვს ყველას მიმართ. მათ სჯერათ, რომ მთელმა მსოფლიომ მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს, როგორ დაეხმაროს მათ, მაგრამ თუ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ თვლიან, მაშინ საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ. დღეს ალბათ მათთვის ბოლო შანსია, აიხდინოს ოცნება დამოუკიდებლობაზე, ნამდვილად დამოუკიდებელ ქვეყანაზე“, – განაცხადა ალიევმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner