logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება
- +

16 ივლისი. 2016. 04:47


„პირველ რიგში ჩვენ გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ, ვუცხადევთ მხარდაჭერქს პრეზიდენტ ერდოღანს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა დაუბდუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა და ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ვურჩევ სიტუაციის განმუხტვამდე თავი შეიკავონ თურქეთში გადაადგილებისგან. ჩვენ ამ კონკრეტულ ვითარებაში ვართ დაცული და რაიმე საგანგებო ზომების მიღებას ამ ვითარებასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner