„ძალიან იმედისმომცემი ინფორმაცია: - Pfizer ადასტურებს, რომ საქართველოს 1 მილიონზე მეტ ვაქცინას მიაწოდებს!“, - წერს „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში.
„ახლა, როდესაც ვაქცინებით მომარაგების ამოცანის გადაჭრაში მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს, (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი და პფაიზერიც) აუცილებელია, რომ ვაქცინაციის ჩატარების ადგილებისა და მოცულობის მნიშვნელოვან მატებასაც მივაღწიოთ, რათა წლის ბოლომდე დასახული ამოცანა - 1.7 მლნ ადამიანის ვაქცინაცია - წარმატებით შევასრულოთ.
- ამისათვის, საჭიროა, დღეში 15,000-მდე ვაქცინაცია რეალური გახდეს“, - წერს კირტავა.