„გურამ შარაძის მკვლელობა რომ ნაცხ-რეჟიმმა შეუკვეთა, ამაში ეჭვიც არ მეპარება!“, -ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან ყელზე ედგათ, ანტიეროვნულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და ბევრს ხმაურობდა...
გურამის მკვლელობის შემდეგ , საქართველოს საგანძური სად გაიტანეს და რა მდგომარეობაშია ახლა, რა ნივთები “დაიკარგა” , ეს ცალკე გამოძიების საგანია...
ნაც-რეჟიმის მაღალჩინოსნებმა ხელოვნების ნიმუშების შავ ბაზარზეც გზა გაიხსნეს;
ასევე, სააკაშვილს გაეხსნა ხელ-ფეხი და ათიათასობით უცხოტომელს მიართვა ლანგარზე მოქალაქეობა...
მადლობა ღმერთს, „ოცნებამ“ შეისმინა ხალხის მოთხოვნა და მაქსიმალურად გაამკაცრა კანონი მოქალაქეობის მიღებაზეც და ბინადრობის უფლების გაცემაზეც...
მაგრამ ვთვლი, რომ გურამ შარაძის მკვლელობა არ არის გამოძიებული, რაც არ ეპატიება პროკურატურას...
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ გურამ შარაძემ ზუსტად იცოდა, არ აცოცხლებდნენ და მაინც არ გაჩუმდა“, - წერს გიორგობიანი.