„ვაკვირდები და ის პოლიტიკოსები ქრებიან პოლიტიკიდან, რომლებიც ამბობდნენ საქართველო ორბიტებიდან გაქრაო, არავინ ჩამოდის, არსად გვიწვევენო...“, - ამის შესახებ ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან, ანალიტიკოსი ქართულ მედიას აკრიტიკებს.
„საკმაო სიაა. ზოგი ჩუმად შევიდა პარლამენტში, ზოგიც საერთოდ აღარ ჩანს...
რამდენს მავნებლობდით ადრე, რომ ქვეყნის მიმართ უნდობლობა ყოფილიყო, რამდენი ზიანი მიაყენეთ ქვეყანას?! ახლაც აგრძელებთ, ღიად და ფარულად...
ისევ იგივეს გაგიმეორებთ.
ზოგიერთი მედია ვერ გამოდის გავლენებიდან. აბა როგორ შეიძლება, ნახევარი მთავრობა ესპანეთის სამეფოშია, ფორუმები, შეხვედრები იმართება, ტურიზმის ფორუმს ქართველი ხელმძღვანელობს, საქართველოა ერთ-ერთი მთავარი სამიზნე და მთელი გამოშვებები ვიღაც ბლაყვ პოლიტიკაში შემთხვევით მყოფთ ატრიალებთ?! ამ დაღუპული ყაზახი ქალის საქმე კიდევ რამდენი ხანი უნდა იყოს მთავარ თემად?!
გამოვაქვეყნე, დაძაბულობაა ამ დღეებში ჩვენს მეზობლად. თითქოს არაფერი. იქეთ აშშ-რფ-ს შეხვედრა ჩატარდა რეიკიავიკში, ვერ ამჩნევთ და ა.შ.
საინფორმაციოების ნაცვლად ტვინის სარეცხი მანქანებია.
ჰიდა, თქვენც ძალიან ცდილობთ, თქვენი დამკვეთების დავალებით, მუდმივად ამ უაზრო დღის წესრიგით აცხოვროთ ხალხი.
თქვენი უაზრო და არაეფექტიანი სარედაქციო პოლიტიკის გამო, გაცილებით ეფექტიანი და გავლენიანი ხდება სოციალური ქსელი. ამას დღეს ვინც ვერ ხედავთ, სხვა პლანეტაზე ხართ.
თემას რომ დავუბრუნდე, ხალხისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია აღმასრულებელიბლ ხელისუფლების საქმიანობის გაშუქება, ვიდრე სხვა შტოების.
ხომ არ გეუბნებით ხელისუფლება აქეთ მეთქი?! ფაქტები გააშუქეთ მათი მნიშვნელობის მიხედვით“, - წერს სალუქვაძე.