logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფება
- +

21 მაისი. 2021. 10:56

 

 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბათუმის საზღვაო აკადემიაში იმყოფება. ის სტუდენტებს შეხვდა და საზღვაო სფეროში საქართველო- ევროკავშორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

 

კარლ ჰარცელი ამ წუთებში აკადემიის რექტორს და საზღაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება. იგი დაათვალიერებს აკადემიას და გაეცნობა მის ტექნიკურ შესაძლებლობებს. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ევროკავშირი წლებია საქართველოს საზღვაო სექტორის გავითარებაში ეხმარება.

 

„ევროკავშირი საქართველოსთან ძალიან ახლოს თანამშრომლობს საზღვაო თემასთან დაკავშირებით და ასევე ვთანამშრომლობთ როგორც უსაფრთხოების, ასევე გარემოს დაცვით სფეროში. შავის ზღვის დაკავშირება ევროკავშირის ქვეყნებთან არის ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტი. მეზღვაურობა ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ეს განათლება, რომელიც თქვენ აირჩიეთ, არის ნაწილი ჩვენი თანამშრომლობის. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება, კვლავ ვიმუშავებთ ამ სფეროების განვითარებაზე“, - განაცხადა ჰარცელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner