logo_geo
eng_logo
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
- +

21 მაისი. 2021. 11:11

 

 

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმის მორიგი განხილვა 11:00 საათზეა ჩანიშნული. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა.

 

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 10 მაისს დატოვა. პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილი იყო.

 

ამის შემდეგ, 16 მაისს, ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner