კახეთში, ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „MERCEDES-BENZ“-ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ თვითმცლელს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.