logo_geo
eng_logo
კახეთში, ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა
- +

21 მაისი. 2021. 11:42

 

 

კახეთში, ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, „MERCEDES-BENZ“-ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ თვითმცლელს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო.

 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

 

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner