logo_geo
eng_logo
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს
- +

21 მაისი. 2021. 12:47

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს.

 

ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო რეფორმის დოკუმენტში, რომელიც რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გუშინ გაეგზავნა.

 

საარჩევნო ცვლილებებით, იცვლება კანონის დღეს მოქმედი ნორმა, რომლის გათვალისწინებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ ცესკო-ს წევრები, თუმცა თუ ვერ აირჩევენ, შემდეგ პროცესი პარლამენტში გადადის და საკანონმდებლო ორგანოს მიერ ხდება ცესკო-ს ხელმძღვანელის არჩევა.

 

მომზადებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლით – ღია კონკურსის წესით. პროექტით განსაზღვრულია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება, თუ იგი არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში – ექვსი თვით.

 

რაც შეეხება ცესკო-ს შემადგენლობას, წევრთა რაოდენობა იზრდება და შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან, მათ შორის იქნებიან ცესკო-ს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკო-ს მდივანი. პროექტის მიხედვით, ცესკო-ს შვიდ წევრს პრეზიდენტის წარდგინებით, აირჩევს პარლამენტი, ხოლო ცესკო-ს არაუმეტეს ცხრა წევრი დაინიშნება პარტიების მიერ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner