აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაზარალებული მეზღვაურების დაკითხვა გრძელდება. მათი ოჯახის წევრები კი სამმართველოსთან არიან შეკრებილები. ისინი დამნაშავეების დასჯას და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.
ბათუმში ათობით მეზღვაური კომპანია „ბეშიქთაშქ გრუპს“ თაღლითობაში ადანაშაულებს. დაზარალებლების თქმით, თურქეთის მოქალაქეს გემზე დასაქმების სანაცვლოდ 500-დან 800 დოლარამდე გადაუხადეს, თანხის გადაცემის შემდეგ კი ის გაუჩინარდა. ამბობენ, რომ თაღლითურ სქემაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობენ.
აჭარის საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელი მეზღაურებს აფრთხილებს, დამსაქმებელი კონპანიის მონაცემები სააგენტოში გადაამოწმონ.