logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი: ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა
- +

16 ივლისი. 2016. 04:54


თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ვითარებაზე კონტროლი აღადგინა. თურქეთის პრემიერის თქმით, ანკარას თავზე ფრენა შეჩერებულია.


როგორც მოსალოდნელია, უახლოს საათებში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. მედიის ცნობით, ერდოღანი სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში იმყოფება.


თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.  გიულენის მომხრეები ბრალდებებს უარყოფენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner