logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის მხრიდან ახალი საგრანტო დახმარება საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს
- +

21 მაისი. 2021. 15:23

 

 

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ახალი საგრანტო დახმარება საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიული დღის წესრიგის მხარდაჭერის, ასევე, პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენის მხრივ.

 

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა, რომლის თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner