logo_geo
eng_logo
საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოცეკვავეთა ანსამბლი უსაფრთხო ადგილას დაბინავდა
- +

16 ივლისი. 2016. 04:55


საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:


სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სტამბოლში მყოფ მოცეკვავეთა ანსამბლს, გაცნობებთ, რომ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ანსამბლის წარმომადგენლებს. ბოლო ინფორმაციით, ისინი იმყოფებიან სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქში, საკონსულოს რჩევით მათ შეწყვიტეს გადაადგილება, დაბინავდნენ უსაფრთხო ადგილას და მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საკონსულოსთან", - წერია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner