logo_geo
eng_logo
მედია ალ-აქსას მეჩეთზე შტურმის შესახებ იუწყება
- +

21 მაისი. 2021. 16:49

 

 

ისრაელის პოლიციამ ალ-აქსას მეჩეთზე შტურმი განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

 

ადგილობრივების განცხადებით, პარასკევის ლოცვის შემდეგ ბევრი მუსლიმანი დარჩა ალ-აქსას მეჩეთში, რათა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა აღენიშნათ. მლოცველები გალობდნენ, რა დროსაც ისრაელის პოლიცია კომპლექსში შეიჭრა და მათ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი და საკვამლე ყუმბარები დაუშინეს.

 

დაპირისპირების შესახებ იუწყება ისრაელის მედიაც, რომლის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან შტურმის განხორციელება, მომლოცველების მიერ ქვების დაშენის შემდეგ მოხდა.

 

11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ, გასულ დღეს მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ისრაელის მიერ, ღაზას სექტორის დაბომბვას 243 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 66 ბავშვი, დაშავებულთა რაოდენობა კი 1900 აღემატება. ისრაელის მხარეს კი, 13 ადამიანია დაღუპული და ასეულობით დაშავებული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner