logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: USAID-თან 67-მილიონიან გრანტზე შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას
- +

21 მაისი. 2021. 17:26

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს გამოუყოფს, რომელიც, შესაძლოა, 330 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ქვრივიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

 

„შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ თანამშრომლობას და ჩვენს მტკიცე და ურყევ ევროატლანტიკურ კურსს. მეორეს მხრივ, აშშ-ის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა საქართველოს სტაბილურობის, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების. ეს კი, კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს საქართველოს როგორც რეგიონში, ლიდერი ქვეყნის როლს.

 

საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით - კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა“, - წერს ქვრივიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner