„არ შეიძლება, ბიზნესმა არ გადახედოს თავის განვითარების გეგმებს, როდესაც სახეზე ეროვნული ვალუტის 40%-იანი დევალვაციაა", - ამის შესახებ კომპანია „ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
ფხაკაძის თქმით, ბიზნესმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. თუმცა, მისივე თქმით, რეგიონში არსებული მძიმე ვითარება ლარის კურსზე მეტ-ნაკლებად ახდენს ზეგავლენას.
„ლარის დევალვაციის გამო, ბიზნესში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ. მაგრამ ბიზნესი კეთდება ოპტიმიზმით, ამიტომ, ჩვენ ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.