logo_geo
eng_logo
სოსო ფხაკაძე: ბიზნესმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ლარი გამყარდეს
- +

16 თებერვალი. 2016. 17:44



არ შეიძლება, ბიზნესმა არ გადახედოს თავის განვითარების გეგმებს, როდესაც სახეზე ეროვნული ვალუტის 40%-იანი დევალვაციაა", - ამის შესახებ კომპანია „ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.


ფხაკაძის თქმით, ბიზნესმა ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. თუმცა, მისივე თქმით, რეგიონში არსებული მძიმე ვითარება ლარის კურსზე მეტ-ნაკლებად ახდენს ზეგავლენას.


ლარის დევალვაციის გამო, ბიზნესში გარკვეული კორექტივები შევიტანეთ. მაგრამ ბიზნესი კეთდება ოპტიმიზმით, ამიტომ, ჩვენ ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner